რა მონაცემებს ვაგროვებთ
რეგისტრაციისას, შეკვეთის განთავსებისას, მხარდაჭერასთან კომუნიკაციისას ან ანგარიშის გამოყენებისას შეიძლება შევინახოთ სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, დამატებითი ტელეფონი, მიწოდების მისამართი, შეკვეთების ისტორია, გადახდის სტატუსი, გაუქმებისა და დაბრუნების მოთხოვნები, preorder სტატუსები და ანგარიშის ძირითადი ტექნიკური მონაცემები.
მხარდაჭერის ჩატები, შეკვეთასთან დაკავშირებული შეტყობინებები და გაუქმების კომუნიკაცია შეიძლება ინახებოდეს მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების, შეკვეთის მართვის, დავების განხილვისა და ოპერაციული სიზუსტისთვის.
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი და სესიის მონაცემები.
- შეკვეთის მონაცემები: პროდუქტი, რაოდენობა, ფასი, მიწოდების მისამართი, გადახდისა და თრექინგის სტატუსები.
- მხარდაჭერის მონაცემები: ჩატის ისტორია, შეკვეთასთან დაკავშირებული კითხვები, გაუქმებისა და refund მოთხოვნები.
- უსაფრთხოების მონაცემები: ავტორიზაციის ლოგები, თაღლითობის პრევენციის სიგნალები და ტექნიკური შეცდომები.
